Робота для біженців з України
ფაკულტეტის სპეციალისტი - ბათუმი/მახინჯაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფაკულტეტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფაკულტეტის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი/მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი #38.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
ადგილების რაოდენობა: 1;
თანამდებობრივი სარგო: 1800 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფაკულტეტის სპეციალისტის ძირითადი ამოცანაა სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მხარდაჭერაში აქტიური მონაწილეობა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში ჩართულობა და ფაკულტეტის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფა.
** სტუდენტთა აკადემიური პროცესის ადმინისტრაციული უზრუნველყოფა (ჩარიცხვები, რეგისტრაციები, გამოცდების ორგანიზება, საბუთების მართვა);
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** აკადემიურ პერსონალთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** ფაკულტეტის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
** სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ფაკულტეტის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე ადმინისტრაციულ პროცესებში მონაწილეობა.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მინიმუმ 4 წელი (სასურველია სასწავლო პროცესის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) თავისუფლად ფლობა;
** საქმიანი კომუნიკაციის და ოფიციალური წერილების მომზადების უნარი;
** ეფექტიანი ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა;
** ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (ქართულ ენაზე);

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 17.10.2025

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა,
** გასაუბრება, ტესტირება.
** შერჩევა;
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
** ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@bnu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი", მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე