Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: CLC
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"CLC Elevator"~ წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2024 წლებში დაჯილდოებულია, როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!

ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!

კომპანია "სი ელ სი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

ანგარიშვალდებულია: კომპანიის დირექტორთან
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე
სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების, მომსახურების ხელშეკრულებების, მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის პროექტების და სხვა დოკუმენტაციის შემუშავება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
** თანამშრომლების, მომსახურე პირების პირადი საქმეების (ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, შვებულებები, მივლინებები, გაცდენები, დასწრება, ცნობები, Day Off-ები, ბიულეტენები), კომპანიის დოკუმენტაციის აღრიცხვა-წარმოება, ადმინისტრირება სისტემურად, ბაზების მეშვეობით;
** შინაგანაწესის შემუშავება და დანერგვა;
** თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების შექმნა და პერიოდული განახლება;
** თანამშრომელთა მიერ სამუშაო დროის გამოყენების, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
** თანამშრომლების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების პოლიტიკის შემუშავება;
** ახალ თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, ვაკანსიის ფორმების შემუშავება და გავრცელება დასაქმების საიტებზე და სოციალურ მედიაში; კანდიდატთა პირველადი გადარჩევა, რეზიუმეების გადარჩევა და სატელეფონო კომუნიკაცია;
** მონაცემთა ბაზის წარმოება და მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება და სხვა) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
** კომპანიიდან გასული და კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, ადმინისტრირება;
** საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;
** კომპანიის სრული ადაპტირება შრომის კოდექსის მოთხოვნებთან მიმართებაში;
** ორგანიზაციული კულტურის დანერგვა და ხელშეწყობა;
** ხელმძღვანელის, საქმესთან დაკავშირებული, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების, ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯმენტის მიმართულებით, (განსაკუთრებით ადმინისტრაციული განხრით);
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** MS office -ის კარგად ცოდნა.

CLC Elevator გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: hrclcelevator@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე