Робота для біженців з України
შეფ დე პარტიე - სოფელი მუხრანი, მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი
კომპანია სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული, 40 საათი კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** კულინარიული ნაწარმის მომზადება (არსებული მენიუს მიხედვით);
** სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილი რეცეპტების დაცვა;
** საჭირო პროდუქტის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებისა და ჩამოწერის კონტროლი;
** მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარების უზრუნველყოფა;
** შემოსული შეკვეთების სწორი გადანაწილების კონტროლი მზარეულებს შორის და კომუნიკაცია სამზარეულო დეპარტამენტსა და მომსახურე პერსონალს შორის;
** თითოეული კერძის ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და სწორი ტემპერატურის შემოწმება და კონტროლი სამზარეულოდან გატანამდე;
** სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული საუბარი ქართულ ენაზე;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ შატო მუხრანი?

** ღვინის შესახებ ტრენინგებს
** საჭმლის დამზადების ტექნოლოგიურ ტრენინგებს
** ტრანსპორტირებას
** უფასო კვებას
** სამედიცინო დაზღვევას
** ყოველწლიურ ბონუსებს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2025 წლის 16 ოქტომბრისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება (შეფ დე პარტიე).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე