Робота для біженців з України
სპეციალისტი სამეურნეო ერთეულში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალისტი სამეურნეო ერთეულში
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
სს "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას სპეციალისტის პოზიციაზე სამეურნეო ერთეულში

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს "ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00-მდე.
ანგარიშვალდებული: კლინიკის დირექტორი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 სექტემბერი

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს, ორგანიზაციაში (სასურველია კლინიკაში), სამეურნეო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, რომელიც უზრუნველყოფს: კლინიკის ტერიტორიაზე პერიოდულ შემოვლა-შეფასებას, ტექნიკურ გუნდთან ერთად. მან უნდა შეძლოს საჭიროებების დროული იდენტიფიცირება, რათა კლინიკის შენობა-ნაგებობა და აპარატურა იყოს მოწესრიგებული. ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში დროულად მოახდინოს პრობლემის დაფიქსირება, რაც უზრუნველყოფს კლინიკაში ტექნიკური პროცესების გამართულობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის შენობების, მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რისკების შეფასება და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა (ტექნიკური სარემონტო, გაწმენდითი და სხვა სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება/კონტროლი);
** კლინიკის შიდა და გარე ტერიტორიების სანიტარული და ესთეტიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
** სამედიცინო აირების ქარხნის ტექნიკური მხარდაჭერის მონიტორინგი;
** მარაგების მართვა: მიღების, ინვენტარიზაციის, განაწილებისა და შენახვის პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სამეურნეო და ტექნიკური საჭიროებების იდენტიფიცირება, შესყიდვა/მონიტორინგი;
** ანგარიშგება კლინიკის დირექტორთან და ფინანსურ მენეჯერთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური, ან მენეჯმენტის სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** საწყობის ან ლოჯისტიკის პროცესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel,);
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამეურნეო განყოფილების სპეციალისტი " ან დარეკეთ ნომერზე - 0322 111 112

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარსში" შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარსში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე