Робота для біженців з України
უფროსი ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: გრანთ თორნთონ
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი
შპს "გრანთ თორნთონ" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** უძრავი/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
** უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება;
** ქონების ინსპექტირება, ფოტოგრაფირება, ინფორმაციის მოძიება;
** ბიზნესის შეფასება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებებით);
** უძრავ/მოძრავი ქონების და ბიზნესის შემფასებლის მინიმუმ ხუთდღიანი გამოცდილება;
** სერტიფიცირების ორგანოს მიერ გაცემული ბიზნესის ან/და უძრავი ქონების ან/და მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
** ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა. სასურველია რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ მსხვილ პროექტებზე, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო ან აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
** პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
** კეთილსინდისიერება, მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის უნარი, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: Senior Appraiser_უფროსი ექსპერტ-შემფასებელი

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 2025

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე