დასახელება:
საიმიჯო პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საიმიჯო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის მიზნებისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით საიმიჯო პროექტების საჭიროებების განსაზღვრა;
** სტრატეგიული საიმიჯო პროექტების კონცეფციის შემუშავება და განხორციელება;
** საიმიჯო პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** პროექტისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება და განაწილება (ბიუჯეტი, პერსონალი და სხვა);
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა სამომავლო თანამშრომლობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
** საიმიჯო პროექტების წარმატების შეფასება და გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მენეჯმენტის, კომუნიკაციების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** სტრატეგიული დაგეგმვის უნარი — გრძელვადიანი მიზნების ფორმულირება უნივერსიტეტის მისიის გათვალისწინებით;
** პროექტების მართვის გამოცდილება — დაგეგმვა, კოორდინაცია, რესურსების განაწილება და პროცესზე ზედამხედველობა;
** ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური რესურსების მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
** მაღალი დონის წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (სტუდენტები, აბიტურიენტები, მშობლები, მასწავლებლები, აკადემიური პერსონალი, პარტნიორები);
** კრეატიული და ინოვაციური აზროვნება საიმიჯო პროექტების/კამპანიების შესაქმნელად;
** ანალიტიკური უნარი — KPI-ების განსაზღვრა, შედეგების შეფასება და გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება;
** ეფექტური კოორდინაციის უნარი — უნივერსიტეტის შიდა დეპარტამენტებთან, პერსონალთან და გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** დინამიკური და შემოქმედებითი სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება: 2300-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითე: საიმიჯო პროექტების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|