დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგის სამსახურთან ერთად მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება;
** მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** მარკეტინგული მასალებისა და ვიზუალების შექმნაში მონაწილეობა, ბრენდის სტრატეგიის დაცვით;
** პროექტების დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელება;
** მარკეტინგული პროექტების შესახებ ანგარიშგების მომზადება;
** კონკურენტული ანალიზის განხორციელება და ბაზრის ახალი ტენდენციების კვლევა;
** მიმდინარე მარკეტინგულ აქტივობებში ჩართვა და მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის სფეროში.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პირდაპირი გაყიდვების უნარი;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და ტენდენციების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** დინამიკური და შემოქმედებითი სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება: 2300-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge
სათაურის ველში მიუთითე: მარკეტინგის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|