Робота для біженців з України
სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: Pullman Tbilisi Axis Towers
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი
"Pullman Tbilisi Axis Towers Accor"-ის ჯგუფის პირველი პრემიუმკლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ2-ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - ის გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

ჩვენ ვეძებთ სტიუარდს/სამზარეულოს ჭურჭლის მრეცხავს, რომლის პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს:

** ჭურჭლის რეცხვა ხელით ან ჭურჭლის სარეცხი მანქანით.
** ჭურჭლის მოთავსება მისთვის განკუთვნილ შესანახ ადგილას.
** დანადგარების რეგულარულად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.
** სამზარეულოს, სერვისისა და საბანკეტოს კოლეგებისთვის საჭირო ინვენტარის მიწოდება.
** ყველა გატეხილი ინვენტარის აღრიცხვა.
** გამწოვების, ღუმელების, გაზქურების, კედლებისა და იატაკის სისუფთავის შენარჩუნება.
** დასუფთავების ინვენტარის მოწესრიგება და დასაწყობება.
** ცხიმიანი კასრების დასაწყობება.
** ქიმიური და საწმენდი საშუალებების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და მათთვის გამოყოფილ ადგილას განთავსება.
** სამზარეულოს იატაკის სისუფთავის შენარჩუნება.
** უსაფრთხო და სუფთა სამუშაო გარემოს შენარჩუნება.
** დეპარტამენტში არსებული სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: careers@pullmantbilisi.com

CV-ის გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, CV-ის გამოგზავნიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია, დამსაქმებელმა თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე