Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 19 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
"Hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: მთავარი ბუღალტერი

ძირითადი ფუნქციები:

** საქართველოს კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** მიმდინარე ბუღალტრული გატარებების ჩატარება და მონიტორინგი;
** ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის მხარდამჭერი პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** დღიური საოპერაციო საბუთების წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების სწორად მომზადებისა და გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა, დეკლარაციების შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა;
** ყოველთვიური განაცემების მიხედვით, ერთიან დაგროვებით სახელმწიფო და კერძო საპენსიო ფონდში, კონტრიბუციების დარიცხვა დაკავება, სახსრების შესაბამის ანგარიშზე განთავსება და სათანადო რეპორტის წარმოება;
** სტატისტიკის რეპორტების მომზადება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა;
** საოფისე ადმინისტრაციული დანახარჯების ბუღალტრული აღრიცხვის მხარდაჭერა;
** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების საგადასახადო კუთხით შეფასება და შესაბამისი მითითების გაცემა;
** კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციის მხარდამჭერი ფინანსური სქემების დამუშავება, ბიზნესისთვის შეთავაზება და საგადასახადო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა;
** შესაბამის ბიზნეს პროდუქტებთან ადაპტირებული სამმართველო აღრიცხვის სისტემის დამუშავება, მეთოდური შიდა მასალების შექმნა და მათ განხორციელებაზე კონტროლის დაწესება;
** სააღრიცხვო სამუშაო ადგილების კონტროლის ღონისძიებათა სისტემის დამუშავება და პერიოდული განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი - ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა, ან მონათესავე სფერო.

ცოდნა და გამოცდილება:

** მინიმუმ, 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე (საბანკო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point, MS Outlook;
** საბუღალტრო პროგრამებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (საბუღალტრო პროგრამა Alta software-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე