Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იარე
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
ვაკანსია: გაყიდვების აგენტი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო (დისტანციური რეჟიმი)
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი
განაცხადის ვადა: 15.11.2025-მდე

ჩვენს შესახებ

"იარე" - თანამედროვე, ინოვაციური და მზარდი სარეკლამო სტარტაპი (OOH Advrtising), რომელიც კომპანიებს/ბიზნესებს ეფექტურსა და მათზე მორგებულ გარე სარეკლამო პაკეტებს სთავაზობს. ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ჩვენი პორტფელის გაფართოებაში დაგვეხმარება.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი დამკვეთების მოძიება და კონტაქტზე გასვლა
** კომპანიის სარეკლამო პროდუქტების შეთავაზება და პრეზენტაცია
** მომხმარებლის მოთხოვნების/საჭიროებების გაანალიზება და ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება (დირექტორთან შეთანხმებით)
** გაყიდვების პროცესის მართვა და კონტრაქტების გაფორმება
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება (ბონუს ანაზღაურებით)
** გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და რეპორტინგი CRM System

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია)
** ურთიერთობისა და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულობა
** ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის ან პიარის განხრით (არასავალდებულო სრული)
** სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** პასუხისმგებლობა და მიზანზე ორიენტაცია
** ბაზრისა და მომხმარებლის საჭიროებათა ანალიზის შესაძლებლობა
** მუშაობის უნარი როგორც გუნდურად ასევე ინდივიდუალურად

რას გთავაზობთ:

** პროცენტული ანაზღაურება გაყიდული სარეკლამო პაკეტებიდან
** ბონუსები შედეგების მიხედვით
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის რეალური შანსი

როგორ შეიტანო განაცხადი

გაგზავნე შენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@iareads.com. სათაური: გაყიდვების მენეჯერის აპლიკაცია - [შენი სახელი]

დეტალური ვალდებულებები

** CRM სისტემის მიხედვით google drive-ში საზიარო დოკუმენტის შექმნა
** დოკუმენტის იარე-ს დირექტორთან გაზიარება
** ბიზნესების კატეგორიებად დალაგება
** კატეგორიების პრიორიტეტებად დალაგება
** დღიურად 50 კონტაქტის დამატება (ორშაბათი-სამშაბათი)
** დამატებულ კონტაქტებზე დირექტორისაგან დადასტურების მიღება (ორშაბათი-სამშაბათი)
** შერჩეულ კონტაქტებთან დაკავშირება (ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი,)
** CRM ცხრილში იმ კონტაქტების მონიშვნა რომელთაც დავუკავშირდით
** დამკვეთის შოვნის შემთხვევაში ცხრილში მონიშვნა
** დამკვეთთან კონტრაქტის გადაგზავნა
** დამკვეთის სურვილების, მოთხოვნებისა და პრეტენზიების დირექტორთან რეპორტინგი
** აუცილებლობის შემთხვევაში ვიდეო კონფერენცია დირექტორთან
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე