Робота для біженців з України
სასაწყობე ფართების იჯარის და მომსახურების გაყიდვებ. მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე ფართების იჯარის და მომსახურების გაყიდვებ. მენეჯერი
მომწოდებელი: PineTree International
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
კომპანია, რომელიც მართავს ევროპული სტანდარტის სრულად აღჭურვილ საწყობს, აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ფართების იჯარისა და მომსახურების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** სასაწყობო ფართის პრეზენტაცია და პირობების შეთავაზება;
** იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი;
** ქსელური ღონისძიებებში მონაწილეობა (B2B შეხვედრები);
** სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება;
** ფართის ჩვენება პოტენციურ მქირავებლებს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფართების იჯარისა და მომსახურების გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და სხვა უცხო ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები გაყიდვებიდან;
** ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე;
** ბონუსები შეთანხმებით;
** სამუშაო განაკვეთი - მოლაპარაკება შესაძლებელია;
** მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ;
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და უქმე დღეები;

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pinetreeint.com, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე