დასახელება:
დღის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Esquisse Telavi
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"Esquisse Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.
სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
"Esquisse Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.
"Esquisse Telavi" აცხადებს ვაკანსიას დღის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველი ცვლის დასაწყისში სტუმრების ინფორმაციის გადამოწმება პროგრამაში;
** ოთახების სტატუსების და დაკავებულობის გადახედვა;
** სტუმართან თავაზიანი შეხვედრა;
** სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
საჭირო უნარები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
რას გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფას;
** ფასდაკლებას კომპანიის სერვისებზე;
** ცვლა 1/1-ზე 12 საათიანი გრაფიკი ;
** ანაზღაურება 1000 ლარი (Net).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@ginohotels.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ან დამირეკეთ ნომერზე 551881118
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|