Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: IK კონსალტინგი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
საკონსულტაციო კომპანია "IK კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორ კომპანიაში.

პოზიცია: კომერციული დირექტორი
საქმიანობა: სამშენებლო
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 6000-8000 ლარი, ხელზე (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი
ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს, აღმასრულებელ დირექტორს.
პოზიციას ექვემდებარება კომერციული დეპარტამენტის, მარკეტინგის და გაყიდვების თანამშრომლები.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** გაყიდვების გეგმებისა და მიზნების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული კლიენტების შენარჩუნების სტრატეგიების შემუშავება;
** მომწოდებლებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა და კონტროლი;
** საბიუჯეტო დაგეგმვაში მონაწილეობა (გაყიდვების პროგნოზი და კომერციული ხარჯების მართვა);
** დეპარტამენტების მუშაობის კოორდინაცია და ეფექტიანობის ზრდა;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის მართვის, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით);
** არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, კომერციის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი უცხო ენა, სასურველია.

სავალდებულო უნარები:

** ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტაცია;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოქნილობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოიყენება მხოლოდ რეკრუტინგის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენს თანხმობის გარეშე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე