Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IK კონსალტინგი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
საკონსულტაციო კომპანია "IK კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორ კომპანიაში.

საქმიანობა: ღვინის წარმოება და რეალიზაცია
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 6000-8000 ლარი, ხელზე (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი
ექვემდებარება: კომერციულ დირექტორს.
პოზიციას ექვემდებარება გაყიდვების ჯგუფის თანამშრომლები, დისტრიბუტორები და აგენტები.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაწილეობა კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე;
** გაყიდვების გეგმების შესრულებისა და კონტროლის უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე;
** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება;
** მოლაპარაკებების წარმოება დისტრიბუტორებთან, სავაჭრო ქსელებთან და უცხოელ პარტნიორებთან;
** ექსპორტის ბაზრების კვლევა და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** ფასების პოლიტიკის მართვა და მონიტორინგი;
** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
** გაყიდვების გუნდის ეფექტური მართვა;
** კომპანიის ღვინის პროდუქციის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის მართვა, მარკეტინგი ან ღვინის ტექნოლოგია);
** არანაკლებ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია, ღვინის ან ალკოჰოლური სასმელების სექტორში);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი უცხო ენა, სასურველია.

სავალდებულო უნარები:

** ფინანსური ანალიზის და არითმეტიკული უნარები;
** მაღალი კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტაცია;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** პარტნიორების დარწმუნების და გავლენის მოხდენის უნარი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ikconsultinggeo@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოიყენება მხოლოდ რეკრუტინგის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენს თანხმობის გარეშე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე