დასახელება:
ღონისძიებების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
UG სკოლა
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"იუჯი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩაერთვება სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო, კულტურული და თემატური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :
** სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის (პირველიდან მეთორმეტე კლასამდე) ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
** თემატური, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების სცენარის შემუშავება და მართვა;
** სკოლის გუნდთან თანამშრომლობა ღონისძიებების კალენდრის შედგენისა და შესრულების პროცესში;
** ღონისძიებების ბიუჯეტის მართვა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
** ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების, მენეჯმენტის ან კომუნიკაციების მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზების სფეროში;
** გუნდში მუშაობისა და მრავალფეროვანი ამოცანების ერთდროულად მართვის უნარი;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობის გამოცდილება.
უნარები:
** ენერგიული;
** შემოქმედებითი;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე, საერთაშორისო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებასა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდსა და ინოვაციურ სამუშაო ატმოსფეროს.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ugschoolvacancies@ug.edu.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.
იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.
იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
|
|
|
|