დასახელება:
აღმასრულებელი თანაშემწე
|
მომწოდებელი:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო" აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი თანაშემწის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეხვედრების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებების გამართვის ორგანიზება და კოორდინირება;
** სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში დანიშნული შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და ამ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა და კომპეტენციის შესაბამისად მათი გადამისამართება;
** კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
** ოფიციალური კორესპონდენციის განხილვა და შემდგომი მსვლელობის მიცემა;
** წერილებისა და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების შედგენა;
** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება;
** მონაწილეობის მიღება სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
საკონკურსო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
საჭირო უნარები:
** ინფორმაციის შეგროვების უნარი;
** ანალიტიკური ანგარიშის მომზადების უნარი;
** მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება / ანალიზის უნარი;
** შიდა კომუნიკაციის დაგეგმვა და/ან წარმართვის უნარი;
** წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტის უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა.
დამატებითი მოთხოვნები:
** პრეზენტაციების მომზადების გამოცდილება;
** კარგი აკადემიური წერა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ანაზღაურება - 2117 ლარი (დარიცხული).
კანდიდატების შერჩევა მოხდება განცხადების გადარჩევით, წერითი დავალებით (მათ შორის ინგლისურ ენაზე) და გასაუბრებით.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: konkursi@moesd.gov.ge 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|