Робота для біженців з України
ხარისხის მაკონტროლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მაკონტროლებელი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
მრავალპროფილურ საწარმო "მეგობრობას" ესაჭიროება ხარისხის მაკონტროლებელი.

ადგილმდებარეობა:თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი 12ბ.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.

ანაზღაურება:კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში;
** სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** სასურველია მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქციების და სპეციფიკების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტებზე კომპანია მეგობრობის მიერ შესრულებული სამუშაოების გამართულობის და ხარისხის შემოწმება/კონტროლი;
** მუშაობის პროცესში ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** დეფექტების და პრობლემების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრის რეკომენდაციების გაცემა;
** ხარისხის ანგარიშგებების შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ვაკანსიის ლინკი: https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_exg2s/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე