Робота для біженців з України
საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს-კონსულტანტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს-კონსულტანტი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 05 ოქტომბერი
თანდართული ფაილი: 667844_Attachment_7999549.zip
021 წლის 17 მაისს საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის (Georgia Relief and Recovery for Micro, Small, and Medium Enterprises Project) ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების შესაბამისად (სესხის ნომერი: 9239-GE) სააგენტო "აწარმოე საქართველოში" პასუხისმგებელია პროექტის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური დახმარების კომპონენტის განხორციელებაზე. სასესხო შეთანხმების ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტი". პროექტის მიზანია თბილისში და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.

პროექტის ფარგლებში, სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ქუთაისის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტის" მიზნების, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეების საქმიანობის დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდება;
** ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება;
** ადგილობრივი ბიზნესის სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და საჭიროებისამებრ ანგარიშის მომზადება;
** პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზების პროცესში მონაწილეობა;
** თანამშრომლობის განვითარების პროცესში მონაწილეობა როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან;
** მეწარმე სუბიექტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, იმერეთის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერისთვის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია/პრეზენტაციის უნარები;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქუთაისის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს-კონსულტანტი;
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ელფოსტის საშუალებით დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს HR-ს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე