დასახელება:
სტაჟიორი
|
მომწოდებელი:
Gnomon Wise
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"Gnomon Wise" გთავაზობთ ანაზღაურებად 6-თვიან სტაჟირებას, სადაც შესაძლებლობა გექნება უშუალოდ იმუშაო კვლევით მასალებთან, განავითარო აკადემიური უნარები და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება.
შენი საქმიანობა მოიცავს:
** კვლევაში დახმარება: წყაროების მოძიება, ფაქტებისა და ციტირებების სიზუსტის გადამოწმება;
** დამატებითი ინფორმაციის მოძიება და თემატური კონტექსტის გამდიდრება;
** დიდი მოცულობის მასალების დამუშავება;
** ტექნიკურ და ორგანიზაციულ საკითხებში მხარდაჭერა.
ვინ გვინდა, რომ შემოგვიერთდეს?
** სოციალური, პოლიტიკური ან ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** აკადემიური წერის გამოცდილება ინგლისურ ენაზე;
** ციტირების სტანდარტების ცოდნა (APA, Chicago და სხვ.);
** კვლევისა და ფაქტების გადამოწმების უნარი;
** ყურადღება დეტალებისადმი და მაღალი სიზუსტე.
რას მიიღებ ჩვენთან:
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე (პროექტის დასრულებამდე, 6 კრებულის გამოცემის პერიოდში);
** ჩართულობა რეალურ საგანმანათლებლო და კვლევით პროცესში;
** პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებით;
** პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.
თუ ხარ ენერგიული, დეტალებზე ორიენტირებული და გინდა მიიღო რეალური გამოცდილება აკადემიურ კვლევაში - ეს შანსი შენთვისაა!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითე: Gnomon Wise სტაჟიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|