შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას გაყიდვების მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 108;
სტაჟირების ანაზღაურება და გრაფიკი შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის შესწავლა;
** კლიენტებთან და მომხმარებლებთან ზარების განხორციელება, ახალი კლიენტების მოზიდვა;
** კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების მენეჯერებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩართულობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook);
** ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური;
** გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
როგორ შევიტანოთ განაცხადი:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: companyhr126@gmail.com
Subject-ში მიუთითეთ: სტაჟიორი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 ოქტომბერი
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com
გისურვებთ წარმატებას!
შპს "თერმოინდუსტრია"
|