Робота для біженців з України
ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: რენო საქართველო
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"Renault Georgia − რენო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა "შოურუმში" წარმოდგენილ მოდელებზე, ასევე ინფორმაციის მიწოდება არსებული განვადებისა და დაზღვევის პირობების შესახებ.
** შემოსული ზარების მიღება და კონსულტაციის გაწევა. ავტომობილის მახასიათებლების, მოდელების, ფასებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.
** მომხმარებელთა ბაზების დამუშავება, ზარების განხორციელება და მეილით შეთავაზების გაგზავნა. შემდგომი მონიტორინგი.
** ტესტ-დრაივების ორგანიზება და მართვა.
** გაყიდვის შემდგომ კლიენტის მომსახურება და უკუკავშირის მართვა.
** ავტომობილების მომზადება, მყიდველისთვის გადაცემა.
** ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა
** სასურველია 1C და Bitrix24-ში (ან სხვა CRM სისტემაში) მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური)
** გამოცდილება გაყიდვების სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად)

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, ინიციატივა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი;
** შესვენება: 1სთ.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: info@renault.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე