დასახელება:
წარმოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რეფიქსი
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სპეციალისტის თანამდებობაზე
კომპანია "რეფიქსის" საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.
პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება ფიქსირებული: 1400 ლარი + ბონუსი;
** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა N141
სამუშაოს აღწერა:
** საღებავების შეზავების პროცესში მონაწილეობა;
** გახარჯული საღებავების აღრიცხვა და კონტროლი;
** პროდუქციის მაღაზიაში განლაგება და გადაადგილება;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის დასაწყობება
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reffix.ge ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია - "წარმოების სპეციალისტი"
|
|
|
|