დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ელდრაივი
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
|
"ელ დრაივი" ეძებს მოტივირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს და გააძლიერებს ჩვენი კორპორატიული კლიენტების ბაზას. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კერძო კომპანიებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.
ეს არის შედეგებზე ორიენტირებული პოზიცია, რომელიც მოითხოვს გამოცდილებას B2B გაყიდვებში, მოლაპარაკების ძლიერ უნარებს და ინტერესს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიმართ.
ძირითადი მოვალეობები:
** B2B გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კორპორატიული კლიენტების გასაზრდელად.
** მიზნობრივი კომპანიების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ურთიერთობის ჩამოყალიბება.
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა - ლიდის გენერაციიდან კონტრაქტის გაფორმებამდე.
** კომერციული წინადადებებისა მომზადება/წარდგენა.
** CRM სისტემაში (Bitrix24 ან მსგავსი) მონაცემების მართვა.
** მარკეტინგისა და ტექნიკურ გუნდებთან თანამშრომლობა კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტებისა და ინდუსტრიის განვითარების მონიტორინგი.
** გაყიდვების გეგმების (თვიური, კვარტალური, წლიური) შემუშავება და შესრულება.
კვალიფიკაცია და უნარები:
** ბიზნესის, მარკეტინგის ან შესაბამის სფეროში ბაკალავრის ხარისხი (MBA უპირატესობაა).
** 3-5-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია - ავტომობილების, ლიზინგის, ენერგეტიკის ან ტექნოლოგიების სფეროში).
** ძლიერი მოლაპარაკების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები.
** გრძელვადიანი გაყიდვების პროცესებისა და კორპორატიული გადაწყვეტილებების მართვის გამოცდილება.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი.
** CRM სისტემების ცოდნა (Bitrix24, HubSpot ან სხვა) - უპირატესობა.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა; რუსული - უპირატესობა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიანი ხელფასი + საბონუსე სისტემა.
** გლობალური EV ბრენდების (BYD და სხვ.) წარმომადგენლობის შესაძლებლობა.
** დინამიკური და ინოვაციური სამუშაო გარემო მზარდ ინდუსტრიაში.
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.
საკონტაქტო მეილი: eldrivegeorgia@gmail.com
|
|
|
|