დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება
|
მომწოდებელი:
Lawverse
|
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
იურიდიული კომპანია "Lawverse" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთელი, სოხუმის ქ. 4-6ა;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (შესაძლებელია შეთანხმება სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით);
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმისწარმოების პროცესში ჩართულობა;
** სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა;
** ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
** ადვოკატის დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) ქართულ ენაზე ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: info@lawverse.ge სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.09.2025
|
|
|
|