Робота для біженців з України
რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: Axis Towers Wellness Center
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
ქალაქის ცენტრში მდებარე პრემიუმ კლასის ველნეს სივრცე "Axis Towers Wellness Center", რომელიც აერთიანებს აუზს, სპორტ დარბაზს, საუნებს და სპას, აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)

ძირითადი მოვალეობები:

** ველნეს ცენტრში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ტარიფებისა და არსებული შეთავაზებების შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფალ დონეზე ფლობა, სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ველნეს ცენტრში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: k.zivzivadze@axistowerswellness.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - "რეცეფციონისტი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "აქსის თაუერს ველნეს"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე