Робота для біженців з України
გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერ
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / ბოლო ვადა: 18 ოქტომბერი
"სითიზენის" პირველი მასშტაბური პროექტი თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

არსებული ობიექტის მიღმა, კომპანიის ხედვაშია, როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე რეგიონში, განსხვავებული ტიპის დეველოპერული პროექტების განვითარება.

"სითიზენის" გუნდში გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** გადახდების კონტროლი შესაბამისი პროგრამის საშუალებით
** ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინაციით მომხმარებლებისთვის ვადაგადაცილებული გადახდების შემოტანის შეხსენება
** დოკუმენტბრუნვის წარმოება და აღრიცხვა
** CRM პროგრამაში გეგმარებების და ხელშეკრულებების ატვირთვა
** CRM პროგრამაში წარმატებით გაყიდული ბინის სტატუსის მინიჭების შემდგომ დოკუმენტების სისწორის გადამოწმება
** ინდივიდუალურ გეგმარებაზე შეთანხმების პროცესის ორგანიზება
** ინდივიდუალური გეგმარების CRM პროგრამაში ატვირთვა
** მომხმარებლის აპლიკაციის ადმინისტრირება/მხარდაჭერა
** მარკეტინგის განყოფილებასთან კოორდინაციით სიახლეების აპლიკაციაში გავრცელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე