Робота для біженців з України
ტექნიკური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დირექტორი
მომწოდებელი: ელტეგი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
კომპანია "ელტეგი" 2007 წელს დაარსდა და წარმოადგენს ლიფტების, ესკალატორებისა და სხვა ამწე საშუალებების იმპორტიორ, სამონტაჟო და მომსახურე კომპანიას, რომელიც ISO მენეჯმენტის ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიზანია აღნიშნულ სფეროში საქართველოს ბაზარზე ლიდერობა, ინოვაციების ძიება და დანერგვა, მუდმივი განვითარების გზით წინსვლა, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება და დამკვეთებისათვის მომსახურების მათზე მორგებული პაკეტების შეთავაზება, არსებული მრავალწლიანი გამოცდილების ოპტიმალურად გამოყენების გზით. სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.elteg.ge/

კომპანია "ელტეგი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: #41 ქეთევან წამებულის გამზ., #0103 თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3000-3500 (NET) ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + კვარტალური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ტექნიკური სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ლიფტების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
** ტექნიკური პერსონალის (ინჟინრები, ტექნიკოსები, მექანიკოსები) ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
** ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რეგულარული ინსპექტირება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
** ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა;
** ტექნიკური შეფერხებების დეტალური შეფასება და სისტემური გაუმჯობესების გეგმების შექმნა
** მარეგულირებელ უწყებებთან ურთიერთობის წარმართვა და საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით;
** სამშენებლო/საინჟინრო პროექტის დაგეგმარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია AutoCAD და/ან ArchiCAD-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება (მაგ.: ობიექტის შეფასება, აზომვა, დახაზვა და ა.შ.);
** სასურველია MS Project-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და სამუშაო დისციპლინა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: Llabadze@elteg.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკური დირექტორი . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. CV/რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი. გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე