Робота для біженців з України
უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია. "4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა დამუშავება და ანალიზის ჩატარება.
** ანალიტიკური ანგარიშების, მონაცემთა ვიზუალიზაციებისა და პრეზენტაციების მომზადება.
** ბაზრის ტენდენციების და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შეფასება.
** პროექტის განვითარების პროცესში აუცილებელი ანალიტიკური მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

** ბაკალავრის ხარისხი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების/სტატისტიკის/მათემატიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის კარგი უნარები

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე