დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
კოკა-კოლა გურია
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
"კოკა კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე გურიაში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით;
** ყოველდღიურად თაროზე/მაცივარში პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით გაზიარება. ფოტოს გადაღება დალაგების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
** სავაჭრო ობიექტზე ახალი მაცივრის აწყობა და პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით განლაგება;
** სავაჭრო ობიექტებზე არსებული მაცივრების კოდების და მეწარმის შესაბამისობის გადამოწმება;
** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება;
** დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა - B მექანიკა
ანაზღაურება: ფიქსირებული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი)
|
|
|
|