დასახელება:
საერთაშორისო კომერციული აღმასრულებელი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ საერთაშორისო კომერციულ აღმასრულებელს და მისი ფუნქციები იქნება:
** საერთაშორისო კომერციული მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
** ბიზნეს გეგმების მომზადება და განხორციელება;
** პროდუქტების განვითარება, გაყიდვების და მარკეტინგული სტიმულირების სტრატეგიების შემუშავება და აღსრულება;
** გაყიდვების ალტერნატიული არხების მოძიება და მათ განვითარებაზე მუშაობა;
** გაყიდვების რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი და შესაბამისი რეპორტინგი;
** ბაზრის მუდმივი კვლევა, კონკურენტული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ქსელის განვითარება, მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება;
** შეხვედრების ორგანიზება, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა, კომერციული შეთავაზებების მომზადება;
** მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, მედიაცია, ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა და მხარეებს შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|