დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
თამ მენეჯმენტი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია შპს "თამ მენეჯმენტ"-ი არის ავია მწარმოებელი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის პროდუქტების, სპეციალური აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების დაპროექტება, წარმოება, შეკეთება / კაპიტალური რემონტი, მოდერნიზაცია, ტექნიკური მომსახურება და სხვა.
ამჟამად, კომპანია შპს "თამ მენეჯმენტ"-ი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. მემოქლონე - ლითონის ფურცლების დამოქლონება და მორგება - ვაკანტური ადგილი 4
2. ელექტრომემონტაჟე - საფრენ აპარატებზე ელექტრო სადენებისა და მზა ნაწარმების დემონტაჟი / მონტაჟი - ვაკანტური ადგილი 8
3. ამწყობი ზეინკალი - საფრენ აპარატებზე მილ გაყვანილობებისა და აგრეგატების დემონტაჟი / მონტაჟი - ვაკანტური ადგილი 1
4. მრჩილავი - ვაკანტური ადგილი 1
5. მღებავი - საფრენი აპარატების შეღებვა - ვაკანტური ადგილი 2
6. ავიატექნიკოსი - ვაკანტური ადგილი 2
7. ელექტრო სქემების სპეციალისტი - ვაკანტური ადგილი 2
8. გალვანური დაფარვის სპეციალისტი - ვაკანტური ადგილი 1
სამუშაო ადგილი: თბილისი, საავიაციო ქარხანა (ბერი გაბრიელ სალოსის 191)
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ-18:00 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-2500 ლარამდე, ზრდის პერსპექტივით
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
რას გთავაზობთ?
** მეგობრულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ტექნიკური განათლება
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტაზე: rubeniaanano@gmail.com, გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შპს "თამ მენეჯმენტ"-ი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|