დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ურბანიკ ინვესტ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
"ურბანიკ ინვესტ ჯგუფი" საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფია, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე 2002 წლიდან დაიწყო ოპერირება, როგორც "ტიფლის ბიზნეს ჯგუფმა". დღეს მისი პროექტების რიცხვში შედის: ბიზნეს ცენტრები, საოფისე სივრცეები, სასტუმროები, რესტორნები, საცხოვრებელი კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და სამაუწყებლო კომპანია. გუნდში ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობა:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებასა და შესრულებაში მონაწილეობა;
** კომპანიის ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, LinkedIn) მართვა;
** კომპანიის საიტის CMS სისტემის ადმინისტრირება;
** სარეკლამო მასალების (ბუკლეტები, კატალოგები და სხვა) დამზადების პროცესის უზრუნველყოფა;
** კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით პროექტების ინიცირება;
** კომპანიის ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის სარეკლამო აქტივობების ანალიზი, შედეგუნარიანობის კვლევა;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა, მომხმარებლებში ლოიალურობის გაზრდა;
** კომპანიაში შემავალი ობიექტების ინფორმირება მარკეტინგული სიახლეებითა და საჭირო სარეკლამო აქსესუარებით უზრუნველყოფა;
** საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების წარდგენა მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით.
** პროფესიით საშუალო ან დიდ ორგანიზაციაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word, Excel, Power Point) ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე და ზემოთ);
პიროვნული თვისებები:
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და საორგანიზაციო უნარები;
** გუნდთან თანამშრომლობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.urbanique@outlook.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://urbanique.ge/
|
|
|
|