Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სპორტული დარბაზების ქსელი - რეფორმა ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, ზუმბა, იოგა პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

სპორტ დარბაზი "რეფორმა" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო, ავთო ვარაზის ქუჩა N16
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი, შესვენებით) 08:00-16:00; 16:00-23:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, სამომხმარებლო დონეზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ბარისტა.

სპორტ დარბაზი რეფორმა, მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე