Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნატალი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "ნატალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

http://www.natalibeauty.ge/ge/index

სამუშაო ამოცანები:

** სამუშაო ობიექტის გამართული და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
** მომხმარებლის დახვედრა და სრულყოფილი მომსახურება
** სერვისებზე წინასწარი ჩაწერა და განრიგების მართვა
** ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია
** გუნდის მხარდაჭერა და არსებულ სივრცეში კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
** კომპანიის პროდუქტებისა და პროცედურების ცოდნა, შეთავაზება მომხმარებლისთვის
** ობიექტის დღიური შემოსავლის გაზრდისთვის საჭირო აქტივობები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია ველნეს/სილამაზის მიმართულებით)
** ქართულისა და ინგლისურის კარგად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომუნიკაციის უნარები და პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც დავახვედრებთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალთა გუნდს და საინტერესო გამოწვევებს.

ვპირდებით კონკურენტულ ანაზღაურებას, პროფესიულ და კარიერულ ზრდას Natali Group-ის ფარგლებში

სამუშაო განაკვეთი სრული: სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით სამუშაო და დასვენების დღეების ეფექტური გრაფიკი (თვეში 15/16 სამუშაო დღე)

სამუშაო ადგილი:

** თბილისი, მერაბ კოსტავას 67 (Natali Wellness Lab);
** აბაშიძის 41 (Natali Dry Bar);
** ლადო გუდიაშვილის 3 (Natali Spa);

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@natali.ge და საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე