დასახელება:
რამპის აგენტი
|
მომწოდებელი:
ავიაკომპანია ჯეო სქაი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
შპს ავიაკომპანია "ჯეო სქაი" აცხადებს ვაკანსიას რამპის აგენტის თანამდებობაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
დასაქმების ფორმა: დღე-ღამის ცვლა სამუშაოს
აღწერა:
** რამპის აგენტები პასუხისმგებელნი არიან ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე, სახმელეთო მომსახურების აღჭურვილობის მართვაზე და თვითმფრინავის მომსახურების პროცესების მხარდაჭერაზე. სამუშაო მოითხოვს გუნდურ მუშაობას, პასუხისმგებლობასა და უსაფრთხოების პროცედურების მკაცრ დაცვას.
ძირითადი მოვალეობები:
** ტვირთის დამუშავება: თვითმფრინავის ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
** აღჭურვილობის მართვა: სახმელეთო მხარდაჭერის აღჭურვილობის მართვა, როგორიცაა ლენტიანი ჩატვირთვები, ფორკლიფტები, გამწე ბუქსირები და სხვადასხვა მიწისზედა მომსახურების სპეცტექნიკა;
** თვითმფრინავის მომსახურება: თვითმფრინავის სხვადასხვა მომსახურების ფუნქციების შესრულება, მათ შორის დენის კვების ერთეულების მიერთება-გათიშვა, მგზავრთა კიბეების ბორტთან მიყვანა, კონუსებისა და ხუნდების საჰერო ხომალთან განთავსება და სხვა საჭირო სახმელეთო აღჭურვილობით ბორტის მომსახურება, საჰაერო ხომალდის სატვირთო განყოფილებების პერიოდული დალაგება.
** მარშალირება: თვითმფრინავის უსაფრთხოდ შეყვანა ან გაყვანა სადგომზე სტანდარტული ხელის სიგნალების გამოყენებით;
** უსაფრთხოება: კომპანიისა და აეროპორტის უსაფრთხოების ყველა რეგულაციისა და პროცედურის დაცვა; სახმელეთო მხარდაჭერის აღჭურვილობის გამოყენებამდე ინსპექციის ჩატარება და ნებისმიერი დეფექტის შესახებ შეტყობინება;
** გუნდური მუშაობა: ეფექტური კომუნიკაცია მფრინავების ეკიპაჟთან, ოპერაციების აგენტებთან და სხვა რამპის პერსონალთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას თვითმფრინავის უსაფრთხო და კოორდინირებული მომსახურება;
** რამპის ტერიტორიის დათვალიერება: რამპის ტერიტორიის სისუფთავისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, უცხო საგნებისგან გათავისუფლება, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს თვითმფრინავის ოპერირებას; ნებისმიერი დაზიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოქმედი მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** მინიმალური ასაკი: 22 წელი;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
** მუშაობის უნარი სხვადასხვა ამინდის პირობებში;
** კარგი ფიზიკური კონდიცია.
პიროვნული უნარები:
** უსაფრთხოების და შიდა პროცედურების განუხრელი დაცვა;
** კარგი გუნდური და კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია
** წინა გამოცდილება საავიაციო სფეროში.
** მართვის მოწმობა - C კატეგორია.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობა;
** პროფესიულ ტრენინგს;
** სხვადასხვა უნარის განვითარების შესაძლებლობას ავიაციის სფეროში;
** გუნდურ და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@airgeosky.com
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - რამპის აგენტი.
კომფიდენციალობა:
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@airgeosky.com; ან/და ტელეფონის ნომერზე 591 10 30 98
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი DPO@airgeosky.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."
|
|
|
|