დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯი თი გრუპი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N216
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** MS Office-ის ცოდნა, CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია და მართვის გამოცილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ახალი კორპორატიული მომხმარებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმართვა, მათ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების და/ან პროდუქტის შეთავაზება;
** არსებული მომხმარებლების შენარჩუნებაზე ზრუნვა, სტრატეგიული შეთავაზების განსაზღვრა, რეალიზაციის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება, მათ პრობლემების და მოთხოვნების განსაზღვრა;
** კორპორატიული მომხმარებლების დავალიანების მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
** კონკურენტების, ბაზრის და ინდუსტრიის ტენდენციების გამუდმებული კვლევა და ანალიზი;
** კორპორატიული ვიზიტების, შეხვედრის და მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** CRM სისტემაში აქტივობების ატვირთვა და მონაცემების მუდმივი განახლება;
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "კოლხი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|