Робота для біженців з України
აკადემიური უნარების თერაპევტი, ენის და მეტყველების თერაპევტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური უნარების თერაპევტი, ენის და მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: სეროტონინი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ფსიქოლოგიური ცენტრი "სეროტონინი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური უნარების თერაპევტის პოზიციაზე რუსთავში.

შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** ბავშვის აკადემიური უნარების (წერა, კითხვა, ყურადღება, მეხსიერება, სწავლების სტრატეგიები) განვითარება.
** ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიული სესიების ჩატარება;
** ეფექტური განვითარების გეგმის შედგენა და განხორციელება სუპერვიზორის მხარდაჭერით;
** მშობლებთან კომუნიკაცია და რეკომენდაციების გაცემა;
** გუნდის სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბავშვის კომპლექსური განვითარების მხარდასაჭერად.

ვის ვეძებთ:

** სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის ან შესაბამისი მიმართულების დიპლომის მქონე სპეციალისტს;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებით;
** პასუხისმგებლობითა და პროფესიული განვითარებისთვის მზადყოფნით.

ჩვენთან გელოდება:

** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** სუპერვიზორის რეგულარული მხარდაჭერა, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაღრმავება;
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შეთანხმებით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: serotonini8.64@gmail.com

ფსიქოლოგიური ცენტრი "სეროტონინი" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიული სესიების ჩატარება;
** ბავშვის საჭიროებებზე მორjavascript: brush_ge=1; void (0);გებული განვითარების გეგმის შედგენა და განხორციელება;
** მშობლებთან მუდმივი კონტაქტი და საჭირო რეკომენდაციების მიცემა;
** გუნდის სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბავშვის სრული მხარდაჭერისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მეტყველების თერაპიის, სპეციალური განათლების ან შესაბამისი მიმართულების დიპლომი;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია.

ჩვენთან გელოდება:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** სუპერვიზორის რეგულარულ მხარდაჭერას პროფესიულ ზრდასა და გამოცდილების გაღრმავებაში;
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (შეთანხმებით).

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: serotonini8.64@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე