Робота для біженців з України
HoReCa-ს გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HoReCa-ს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Provider.ge
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "პროვაიდერ.ჯი" - აცხადებს ვაკანსიას თბილისში HoReCa-ს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

შპს "პროვაიდერ.ჯი" 2013 წლიდან ეწევა, არასავაჭრო ობიექტების კერძოდ HoReCa-ს მიმართულებით საკანცელარიო, საყოფაცხოვრებო და დალაგების საშუალებებით მომარაგებას.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის ასორტიმენტში არსებული პროდუქციის სრული შესწავლა და ცოდნა;
** არსებული HoReCa ობიექტების შენარჩუნება და მათთან ასორტიმენტის/გაყიდვების გაზრდა;
** ახალი ობიექტების/პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** ობიექტებთან შეხვედრა და მათთვის პრეზენტაციის გაკეთება;
** ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკების წარმოება;
** გრაფიკის მიხედვით რეგულარული ვიზიტები პორტფელში არსებულ HoReCa ობიექტებში;
** დასახული გეგმის შესრულება;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი: თანხის ამოღება და პრობლემური ვალის დროულად გამოვლენა;
** ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** უკუკავშირი უშუალო ხელმძღვანელთან;

პიროვნული უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** დროის და პროცესების მართვის უნარი;
** მიზანზე/გეგმაზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობს უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში; უპირატესობა მიენიჭება HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ეკონომიური ავტომობილი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00-18:00; შესვენება 1 საათი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + მანქანის ცვეთის ხარჯი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Hr@provider.ge და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე