"IKG" აცხადებს ვაკანსიას ხელოსნის (სამშენებლო და რემონტის მხარდაჭერა) თანამდებობაზე.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
ანაზღაურება: 2, 500-3, 000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
ანგარიშვალდება: სამშენებლო ზედამხედველი / პროექტის მენეჯერი / ობიექტის მენეჯერი
როლის შესახებ:
ვეძებთ შრომისმოყვარე და მრავალფუნქციურ ხელოსანს, რომელსაც აქვს სამშენებლო უნარები და სურს შეუერთდეს ჩვენს გუნდს. კანდიდატს უნდა შეეძლოს როგორც ძირითადი სამშენებლო და რემონტის სამუშაოების შესრულება, ასევე დამხმარე დავალებები (დატვირთვა/გადმოტვირთვა, დასუფთავება და სხვა). პოზიცია მოითხოვს მოქნილობას, პასუხისმგებლობას და პრაქტიკულ მიდგომას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სამშენებლო და რემონტის სამუშაოების შესრულება (დემონტაჟი, შელესვა, შეღებვა, გასაპრიალებელი სამუშაოები, მცირე ხის სამუშაოები და სხვ.)
** კვალიფიციური სპეციალისტების (ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, ხის ხელოსანი და სხვ.) დახმარება სამშენებლო პროცესში
** მასალებისა და ინსტრუმენტების დატვირთვა, გადმოტვირთვა და გადაადგილება
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** პერიოდული ტექნიკური მომსახურება და შეკეთება ობიექტზე
** უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა და რეგულაციებთან შესაბამისობა
** ზედამხედველის მიერ მინიჭებული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები და უნარები:
** გამოცდილება სამშენებლო, რემონტის ან მსგავს პოზიციაზე
** ძირითადი სამშენებლო სამუშაოების შესრულების უნარი (შელესვა, შეღებვა, გასაპრიალებელი სამუშაოები და სხვ.)
** კარგი ფიზიკური მდგომარეობა და ხელით შრომის უნარი (აწევა, ტარება, ნივთების გადაადგილება)
** ინსტრუმენტებისა და სამშენებლო მასალების საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობა, საიმედოობა და გუნდში მუშაობის უნარი
** მოქნილობა სხვადასხვა სახის ამოცანების შესასრულებლად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV: recruitment_ge@ikigai.team
|