Робота для біженців з України
საწარმოს უფროსის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს უფროსის თანაშემწე
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი საწარმო შპს "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი
გრაფიკი: 6 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 2000 ლარიდან

მოვალეობები:

** საწარმოში მიმდინარე პროცესების კონტროლი;
** მარაგების კონტროლი, სტანდარტების მიხედვით შენახვა, დასაწყობება, ვადებისა და შენახვის წესების დაცვა;
** დოკუმენტაციის კონტროლი;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე ipklihr@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე