დასახელება:
პრისელერი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" DANONE-ი ბრენდისთვის, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე აჭარის რეგიონის ქსელურ მაღაზიებში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: აჭარა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავის ხარჯი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევის და Fitpass-ის შეთავაზებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების მიღება
** განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ვალის დამადასტურებელი შედარების აქტის გაფორმება
** მოლაპარაკებების წარმოება და საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების ინიცირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი
პიროვნული თვისებები და უნარები:
** მოლაპარაკებების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ინფორმაცია მითითებულ ბმულზე: https://foodservice.selfrecruit.ge/s/icxV7 ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 593131304
|
|
|
|