Робота для біженців з України
სასტუმროს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Address Inn Tbilisi
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სასტუმრო "Address Inn Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

მუშაობის დაწყება საჭიროა ოქტომბრიდან.

სამუშაო ადგილი: თბილისი, არტურ ლაისტის N4 (ორთაჭალა, ასტორიასთან)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ორჯერ, 17:30-09:30 (სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია შეთანხმება დამატებით დღეზე/დღეებზე)
ანაზღაურება: ერთი ცვლა (ნამუშევარი ღამე) 60 ლარი + ბონუსი ტურისტულ კომპანიებთან მუშაობის შედეგად გაყიდვების გაზრდის შემთხვევაში
სასტუმროს ლინკი: https://www.booking.com/Share-DMcFf6

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება, გასტუმრება
** სტუმრებთან თავაზიანი კომუნიკაციის წარმართვა
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადო წესით მიწოდება
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება

ძირითადი მოთხოვნები:

** ტურისტულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** Booking.com და მსგავს საიტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გძნობა
** დეტალების მიმართ ყურადღება
** კომუნიკაბელურობა
** ინგლისური ენის ცოდნა სტუმრების მიღებისთვის შესაბამის საკომუნიკაციო დონეზე
** სასურველია რუსული ენის ცონდა

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას
** ვიზიტორების არყოფნის შემთხვევაში, ღამით დაძინების შესაძლებლობას
** მშვიდ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

სასტუმრო "Address Inn Tbilisi" -ს მიერ შეთავაზებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 555213323, ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: office.addressinnhotel@gmail.com. გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სასტუმროს ადმინისტრატორი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე