დასახელება:
გუნდის წევრი - ონლაინ ჯავშნები
|
მომწოდებელი:
მიმინო კავკასიაში
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
|
შემომყვანი ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" ეძებს გუნდის ახალ წევრს სასტუმროების ონლაინ ჯავშნების განყოფილებაში. გუნდი იზრდება და ვეძებთ ახალ თანამშრომელს.
პოზიციის ძირითადი მოვალეობა გულისხმობს რეზერვაციებთან დაკავშირებული ტექნიკური პროცესების მართვას.
მოლოდინები აპლიკანტის მიმართ:
** სასურველია, მცირე სამუშაო გამოცდილება/სტაჟირება/პრაქტიკები ნებისმიერ ადმინისტრაციულ ან ისეთი ტიპის პოზიციაზე, რომელსაც დეტალებზე ორიენტაცია განსაკუთრებულად სჭირდება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** დეტალებზე დაკვირვებული, ორგანიზებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
შერჩევის ეტაპები:
** მოკლე ტესტირება (ზოგადი უნარები) და გაცნობითი ხასიათის გასაუბრება;
** 1/2 დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ამ კონკრეტული მიმართულებით და შეჯამება;
დამატებითი ინფორმაცია:
** დამწყებ პოზიციებზე ხელზე ასაღები ანაზღაურება 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** სამუშაო დრო: კვირაში 40 სთ;
** გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;
მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: vacancy@miminotravel.com
|
|
|
|