Робота для біженців з України
სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

სამუშაოს ადგილი: ქ.თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე (დასაქმების პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივება;
** ორგანიზაციებიდან, მოქალაქეებისგან მიღებული საჩივრების, კორესპონდენციის განხილვაში მონაწილეობის მიღება და პასუხის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
** ბრძანებებისა და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი;
** საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** დასაქმების პერსპექტივას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე