დასახელება:
OCSE-ის ცენტრის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
ასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას OCSE-ის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებია:
** მანეკენების და სიმულატორების აღრიცხვა, მოვლა, განახლება ლაბორატორიის მენეჯერის დახმარებით.;
** ახალი მანეკენების და სიმულატორების შეკვეთა დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** მანეკენების და სიმულატორების სრულფასოვნად ამუშავების უზრუნველყოფა.
** OSCE-ში ჩართული პერსონალის დატრენინგება საჭიროების შემთხვევაში;
OSCE გამოცდების ორგანიზება და ჩატარება.;
** გამოცდებისათვის და ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახარჯი მასალების ჩამონათვალის მიწოდება ლაბორატორიის მენეჯერისათვის შესაკვეთად.
** OSCE გამოცდების შედეგების ანგარიშების მომზადება და წარდგენა დეკანთან.
** OSCE შემცველი სასწავლო კურსების სილაბუსებში ინფორმაციის განახლება და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორთან და პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
** სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს ტუტორის საქმიანობის მიზნებიდან.
ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Word, Excel, Powerpoint).
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ოქტომბრამდე.
|
|
|
|