დასახელება:
ბიზნეს ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
აი ნოუ
|
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალი
პირობები:
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, 09:30 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი 2025
გამოსაცდელი ვადა - 2 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის (დამატებითი ფუნქციის) შესახებ ტექნიკური დავალების მომზადება
** გუნდის წევრების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება და დამუშავება
** კლიენტის არასტანდარტული ოპერაციების იდენტიფიცირება, ასევე რთული კომპლექსური ოპერაციების ანალიზი და მათი რისკების გამოვლენა/განხილვა
** პროექტის ანალიტიკური მიმოხილვა, კლიენტთან სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა და დაგეგმილი სამუშაოების კონტროლი
** დროული რეაგირება სამუშაო პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზე და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების უზრუნველყოფა
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტების მომსახურების სფეროსა და/ან 1C-ის პროდუქტებში, ERP-ისა და Balance-ში
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო პროექტებში ჩართულობას
** კარიერულ ზრდას პროფესიონალების გუნდთან ერთად
** პერიოდულ ტრენინგებს და განვითარების პროგრამებს
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@iknow.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ "ბიზნეს ანალიტიკოსი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.10.2025.
|
|
|
|