Робота для біженців з України
სამშენებლო მოედნის ზედამხედველი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო მოედნის ზედამხედველი
მომწოდებელი: CQM
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
CQM (https://cqm.ge/) არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო პროცესების სრულ მენეჯმენტს იდეიდან დასრულებამდე. გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებითა და ბევრი წარმატებული პროექტით. გუნდის მიზანია თითოეული პროექტი განხორციელდეს მაღალი ხარისხით, ვადებისა და განსაზღვრული ბიუჯეტის დაცვით.

CQM-ის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურ კომუნიკაციას, გამჭვირვალე პროცესებსა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება გარემო, სადაც პროექტები წარმატებით ხორციელდება.

ჩვენ ვეძებთ სამშენებლო მოედნის ზედამხედველს (როგორც თბილისში, ასევე ბათუმში), რომელიც მზად არის პროფესიონალ გუნდთან ერთად იზრუნოს მაღალი ხარისხის შედეგებზე.

ვის ვეძებთ?

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

** მაღალი ხარისხის მომსახურებაზე და შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარით;
** გუნდური მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ეფექტური კომუნიკაცია;
** სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სამშენებლო მენეჯმენტის განათლებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით მსგავს პოზიციაზე;
** მშენებლობის ნორმებისა და სტანდარტების კარგად მცოდნე.

რას გააკეთებ:

** იმუშავებ ტექნიკურ ნახაზებთან და უზრუნველყოფ სამუშაოების სწორად წარმართვას;
** გააკონტროლებ კონტრაქტორების შესრულებულ სამუშაოებს, ხარისხსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას;
** ზედამხედველობას გაუწევ ყოველდღიურ სამუშაოებს ობიექტზე;
** მოამზადებ ყოველდღიურ ანგარიშებს და დაგეგმავ მომდევნო დღის სამუშაოებს;
** დააკვირდები მიღებული მასალების და შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობას;
** საჭიროების შემთხვევაში, მიუთითებ ხარისხის პრობლემებს და დაგეგმავ გამოსწორების გზებს;
** მოამზადებ შესაბამის დოკუმენტაციას (პროგრეს რეპორტები, აქტები და სხვა);
** იმუშავებ მჭიდროდ პროექტის მენეჯერთან და ტექნიკურ გუნდთან.

რატომ CQM?

CQM-ში ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც გუნდურობა, პროფესიონალიზმი და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ გუნდის თითოეული წევრის საკვანძო როლს თამაშობს პროექტის წარმატებაში და საერთო მიზნის მიღწევაში.

თუ ხარ მოტივირებული, ამბიციური და გინდა რომ შენი კარიერა განივითარდეს ისეთ გუნდში, რომელიც ყოველთვის მიზნად ისახავს უმაღლეს ხარისხს, ველოდებით რეზიუმეს ელფოსტაზე: info@cqm.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე