Робота для біженців з України
მზარეული/დამწყები მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული/დამწყები მზარეული
მომწოდებელი: კონცეპტ ბარი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
ჯანსაღი სამზარეულოს მიმართულებით ახალი კონცეპტ ბარი იხსნება. ბარი მდებარეობს ვერის ბაღთან, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე.

გვაქვს მზარეულის/დამწყები მზარეულის ორი ვაკანტური ადგილი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის გასუფთავება და შენახვა სტანდარტების შესაბამისად.
** ინგრედიენტების მომზადება და კერძების აწყობა შეფუთვებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია, სამზარეულოში მინიმალური გამოცდილების ქონა: დანადგარებთან და პროდუქტებთან ურთიერთობის ცოდნა;
** კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე.
** სამუშაო საათები: ორშ-ხუთ 11:00 - 19:30 (2/2), პარ-კვ 1 სმენა 11:00-19:00, მე-2 სმენა 17:00-00:00 მონაცვლეობით.
** ანაზღაურება: 1000 ლარი.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ტრანსპორტირებას საღამოს ცვლის შემდეგ;
** მეგობრულ და მყუდრო სამუშაო გარემოს.
** ხელფასის ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე: themariamgogilashvili@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ themariamgogilashvili@gmail.com -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე