Робота для біженців з України
სხვადასხვა - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სულფეკო
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
შპს "სულფეკო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. აზერბაიჯანულენოვანი თარჯიმანი და მძღოლი ქ. რუსთავში

უცხოელმა სპეციალისტებმა ახლად გახსნილი ქარხანა უნდა მართონ 1 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში უნდა შეასწავლონ ჩვენს თანამშრომლებს ქარხნის ოპერირება -შესაბამისად, გვჭირდება თარჯიმანი.

სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 18:00-მდე (გამონაკლის შემთხვევებში: შაბათ-კვირასაც, შესაბამისი დამატებითი ანაზღაურებით).

მოვალეობები:

** ყოველდღიური ურთიერთობა ჩვენს უცხოელ ექსპერტებთან და ქართველ თანამშრომლებთან კომუნიკაციაში მათი დახმარება;
** ქარხნის კუთვნილი ავტომობილით ექსპერტების წაყვანა და მოყვანა რუსთავის და თბილისის მასშტაბით;

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** აზერბაიჯანული (ან/და ირანული) და ქართული ენების კარგად ცოდნა;
** მართვის მოწმობა (ქარხნის კუთვნილი ავტომობილით ექსპერტების წაყვანა და მოყვანა რუსთავის და თბილისის მასშტაბით);
** სასურველია - Word & Excell პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება - 2000 ლარი.
სასურველია რუსთავის მაცხოვრებელი - რუსთავიდან დადის ქარხნის კუთვნილი ავტობუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: nmildiani@mnchemical.ge

დეტალებზე მომწერეთ პირადში ან დამიკავშირდით: 592 92 25 17

2. ელექტრიკოსები და მექანიკოსები.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა (I დღე: 9:00-დან 21:00-მდე; II დღე: 21:00-დან 09:00-მდე; III დღე - დასვენება);

მოვალეობები:

** უნდა შეისწავლონ ქარხნის მუშაობის სისტემა - რისთვისაც საჭირო იქნება შიდა ლექციებზე დასწრება;
** შესაბამისი ექსპერტების მეთვალყურეობის პირობებში, უნდა განახორციელონ სხვადასხვა მექანიკური თუ ელექტრული სამუშოები;

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკურ დარგში;
** Word & Excell პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება - 2500 ლარი;
სასურველია რუსთავის მაცხოვრებელი - რუსთავიდან დადის ქარხნის კუთვნილი ავტობუსი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: nmildiani@mnchemical.ge

დეტალებზე მომწერეთ პირადში ან დამიკავშირდით: 592 92 25 17

3. პროდუქციის დამფასოებელი - დამხმარე მუშა (აღნიშნული სამუშო პერიოდულია და არაა მუდმივი, თუმცა შესაძლებელია მუდმივ შტატში გადაყვანა, ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში).

სამუშაო გრაფიკი: 9:00-დან 20:00-მდე.

მოვალეობები:

** დაფასოების უბანზე პროდუქციის (ქვიშის მსგავსი - მანგანუმის დიოქსიდი და მადანი) შეფუთვა ბიგ-ბეგებში და 25კგ-იან ქაღალდის ტომრებში;
** დაბნეული პროდუქციის მოგროვება და სისტემაში დაბრუნება;

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება დღიური - 100 ლარი;
სასურველია რუსთავის მაცხოვრებელი - რუსთავიდან დადის ქარხნის კუთვნილი ავტობუსი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: nmildiani@mnchemical.ge

დეტალებზე მომწერეთ პირადში ან დამიკავშირდით: 592 92 25 17
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე