Робота для біженців з України
სერვისის აღრიცხვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის აღრიცხვის მენეჯერი
მომწოდებელი: გსმ სერვისი
გამოქვეყნდა: 17 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით.

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის შესახებ

კომპანიის მიერ გაწეული სერვისის აღრიცხვა

შესასრულებელი სამუშაო

** ავტომობილების სერვისში მიღება, რეგისტრაცია;
** სერვისში არსებული ავტომობილების პროფილაქტიკური სამუშაოს ხარისხის და ვადების კონტროლი;
** ჩატარებული სერვისის სამუშაოების აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;
** საჭიროებისამებრ ავტოსერვისის სამუშაოებისათვის გარე კომპანიის მოძებნა და პირობების შეთანხმება;
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;
** სერვისის განყოფილებაში მუშა პროცესების სააღრიცხვო პროგრამაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე